|
2020-06-23 21:49:15, 1528 ნახვა
პოლიტიკა
კახიძე - თბილისის ორ მაჟორიტარზე მიდის კონსულტაციები
თბილისის ორ მაჟორიტარზე მიდის კონსულტაციები , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ოპოზიცია რეგიონებში ერთმანეთს დაუჭერს მხარს პირველივე ტურში გაიმარჯვებენ. „თბილისის ორ მაჟორიტარზე მიდის კონსულტაციები - არ ნიშნავს, რომ საკითხი გადადებულია. რეგიონებშიც შეიძლება ამ სცენარზე ვისაუბროთ. პრაგმატულად შეიძლება გვაწყობდეს. მეორე ტურში, მას შემდეგ რაც დავუჭირეთ მხარე გრიგოლ ვაშაძეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მან თელავსა და რუსთავში მოიგო. „ევროპული საქართველო“ თუ მათ დაუჭერს მხარს, პირველივე ტურში იქნება გამარჯვება, საპასუხოდ თუ ისინი თერჯოლასა და ხონში დაგვიჭერენ მხარს, შეგვიძლია პირველივე ტურში გამარჯვება. ორმხრივად უნდა იყოს ეს სასარგებლო. თუ არ დარწმუნდებიან, დააყენებენ კანდიდატს ყველგან, დავაყენებთ ჩვენც და ვნახავთ, რა იქნება შედეგი", - განაცხადა კახიძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)