|
2020-06-23 12:22:45, 1756 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო ცვლილებები თავისუფლად იქნება მიღებული, რაც ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანია
დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე და მესამე კენჭისყრაზეც თავისუფლად იქნება მიღებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისა და მომავლისთვის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტში ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. „საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო პარლამენტმა, რისთვის ყველას უკლებლივ, ვინც მონაწილეობდა კენჭისყრაში, მადლობა მინდა, გადავუხადო. დარწმუნებული ვარ, მეორე და მესამე კენჭისყრაზეც თავისუფლად იქნება მიღებული ეს ცვლილებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის და მომავლისთვის. სამწუხაროდ, არსებობენ ისეთი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მხოლოდ თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამოდიან და ეს დაამტკიცეს თუნდაც იმით, რომ კენჭისყრაში არ მიიღეს მონაწილეობა. ვინც არ მიიღებს მომავალში კენჭისყრაში მონაწილეობას და არ მისცემს ხმას ამ მნიშვნელოვან ცვლილებას, რა თქმა უნდა, მას მოჰყვება შესაბამისი შეფასება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)