|
2015-08-28 10:21:39, 587 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილი ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს კრიატიან ურსეს და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილეს ალესანდრო სავარისს შეხვდა. უწყების ინფორმაციით, გაცნობით შეხვედრაზე მინისტრმა და სტუმრებმა ევროპის საბჭოსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა მადლიერებით აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისი აქტიურად თანამშრომლობს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს სასჯელაღსრულების სისტემაში ევროპული სტანდარტების დანერგვაში. 2013 წლიდან დღემდე ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგებზე სისტემის 1000-ზე მეტი თანამშრომელი გადამზადდა. ციხის რეჟიმის 24-მა ახლად აყვანილმა თანამშრომელმა უკვე გაიარა გრძელვადიანი მომზადების პროგრამა, ხოლო 25 ამჟამად გადის მომზადებას. პროექტის ხელშეწყობითა და ევროპის საბჭოს ექსპერტების ჩართულობით მომზადდა და დამტკიცდა სისტემის ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტები, ინსტრუქციები და სტანდარტები. ერთერთი ასეთი დოკუმენტი- პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების სტანდარტები, ადაპტირებულ და 7 ენაზე თარგმნილ გზამკვლევთან ერთად აგვისტოში დაიბეჭდა და გადაეცა სამინისტროს პატიმრებისთვის დასარიგებლად. ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო. პროგრამა მიზნად ისახავს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)