2020-06-20 11:18:19, 1228 ნახვა
პოლიტიკა
ჟოზეფ ბორელი - 8 მარტის შეთანხმება საქართველოში ისტორიული მიღწევა იყო, ევროკავშირი შეთანხმების განხორციელებას დააკვირდება
8 მარტის შეთანხმება საქართველოში ისტორიული მიღწევა იყო, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
როგორც ჟოზეფ ბორელი წერს, ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება შეთანხმების განხორციელებას.
„8 მარტის შეთანხმება საქართველოში იყო ისტორიული მიღწევა. როგორც შემდგომი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილების მიმართ ვნახავთ ყველა მხარის მხარდაჭერას, ახალი საარჩევნო სისტემისთვის. ევროკავშირი დააკვირდება ყურადღებით, 8 მარტის ვალდებულებების განგრძობად განხორციელებას არჩევნების გათვალისწინებით“, - წერს ჟოზეფ ბორელი.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან