|
2015-08-27 18:40:36, 559 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, მაინც აქტიურად ვმუშაობთ ნატოელ პარტნიორებთან
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, მოსახლეობის 10 პროცენტი კი დევნილობაშია საკუთარ ქვეყანაში, ჩვენ მაინც აქტიურად ვმუშაობთ ნატოელ პარტნიორებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "ერთი წლის წინ უელსიდან საქართველო დაბრუნდა მნიშვნელოვანი პაკეტით, რომელმაც მისცა ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა, კიდევ უფრო გაეღრმავებინა და აემაღლებინა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. პაკეტით, რომლის ძირითადი მიზანი იყო მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში. დღეს გენერალურ მდივანთან ერთად ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ერთ-ერთი კომპონენტი ამ პაკეტისა წვრთნისა და შეფასების ცენტრია, რომელსაც დღეს ჩაეყარა საფუძველი. ეს მნიშვნელოვნად აამაღლებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, მაგრამ ასევე მისცემს შესაძლებლობას, წევრი ქვეყნების და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს უფრო ეფექტურად და კვალიფიციურად მოემზადონ საქართველოში. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ამ ნაბიჯითაც ადასტურებს თავის ერთგულებას რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობასთან მიმართებაში და ალიანსში გაწევრიანების კონტექსტიც იხილავს ამ პროცესს, როგორც რეგიონისთვის მეტი სტაბილურობისა და მშვიდობის მოტანის პროცესს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, მოსახლეობის 10 პროცენტი დევნილობაშია საკუთარ ქვეყანაში, ჩვენ მაინც აქტიურად ვმუშაობთ ნატოელ პარტნიორებთან და ვართ ნომერ პირველი კონტრიბუტორი არა ნატოს წევრ ქვეყნებიდან, რომლებიც ჩართული ვართ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მარგველაშვილის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ინტენსიურ მუშაობას, რომელსაც საქართველო და ნატო ერთად განახორციელებს. საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი იქნება შემდგომი ნაბიჯი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში.
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)