2020-06-19 15:35:31, 1214 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც უმრავლესობის წევრები ესწრებიან.
არსებული ინფორმაციით, სხდომაზე დეპუტატებმა საკონსტიტუციო და საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე უნდა იმსჯელონ.
"მაჟორიტარებისაგან სიურპრიზებს არ უნდა ელოდოთ, იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ ჩვენი მოთხოვნების უდიდესი ნაწილი უკვე დაკმაყოფილებულია. საკონსტიტუციო ცვლილებით მაჟორიტარული შემადგენელი იქნება შენარჩუნებული და ასევე, შესაძლო ვადამდელი არჩევნები ჩატარდება არა პროპორციული სისტემით, არამედ იმ სისტემით, რომელსაც ახა ავირჩევთ. იმედი მაქვს, რომ საკმარისი ხმები იქნება," - განაცხადა სხდომაზე შესვლის წინ, „ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან