14:42 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-27 13:30:08, 376 ნახვა

პოლიტიკა
აჭარის სოციალური დაცვის მინისტრი და მთავრობის წარმომადგენლები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, აჭარის ა/რ მთავრობის აპარატის უფროსი რუსლან ქორიძე, აჭარის ა/რ მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ნაყეური და მთავრობის აპარატის სხვა წარმომადგენლები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დალიანის მუნიციპალიტეტის მთავრობის საგარეო საქმეთა ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
აჭარის სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. 
მხარეებმა განიხილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და დალიანის მუნიციპალიტეტის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. 
„დალიანის მუნიციპალიტეტი არის ზღვისპირა რეგიონი, რომლის მოსახლეობა აღემატება 6 მილიონს, რეგიონს აქვს უზარმაზარი საპორტო პოტენციალი, მათი გამოცდილება ნებისმიერ სფეროში ჩვენთვის საინტერესოა, ჩვენ ვფიქრობთ მათი გამოცდილება გამოვიყენოთ სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის ჯანდაცვის მიმართულებით“ - აღნიშნა ნუგზარ სურმანიძემ. შეხვედრაზე ასევე, განიხილეს ურთირთთანამშრომლობის მემორანდუმის დეტალები, რომლის გაფორმება დალიანის მუნიციპალიტეტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის უახლოეს მომავალში იგეგმება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics