06:30 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-13 21:05:26, 1498 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - საარჩევნო სისტემის ცვლილებას, საპარლამენტო კენჭისყრის დროს სრული მხარდაჭერა ექნება

ჩვენი პირობა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებას, საპარლამენტო კენჭისყრის დროს ექნება სრული მხარდაჭერა - შესრულდება , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 მან ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე აზრთა სხვადასხვაობა მაშინაც იყო და შემდეგშიც იქნება.

„ჩვენი პირობა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებას, საპარლამენტო კენჭისყრის დროს ექნება სრული მხარდაჭერა  - არის ძალაში და შესრულდება. პარლამენტი უკვე  19 ივნისიდან დაიწყებს ამ ცვლილებების განხილვას.

არსებობდა ძალიან მყარი არგუმენტები, თუ რატომ 2024 წელს, თუმცაღა, დღეს არის ჩვენი მხრიდან პოლიტიკური ნება, და არის შეთანხმება ოპოზიციის ფართო სპექტრს შორის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics