|
2020-06-12 14:45:12, 4646 ნახვა
სამხედრო
ღარიბაშვილი - საერთაშორისო წვრთნებში მონაწილეობა ზრდის ჩვენი სამხედროების ბრძოლისუნარიანობას და მათ თავსებადობას ნატოელ სამხედროებთან
„დინამიური მონაწილეობა მრავალმხრივ საერთაშორისო წვრთნებში ზრდის ჩვენი სამხედროების ბრძოლისუნარიანობას და მათ თავსებადობას ნატოელ სამხედროებთან“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ჩატარებული ეროვნული და მრავალეროვნული წვრთნებიდან, განსაკუთრებით აღნიშნა ავღანეთში გადასროლისწინა მოსამზადებელი წვრთნები და ქართულ-ამერიკული საერთაშორისო წვრთნა „ღირსეული პარტნიორი 2020“. „ამერიკელ სამხედროებთან ერთად ვატარებთ ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, ქართული კონტინგენტის გადასროლისწინა მოსამზადებელ წვრთნებს. ეს წვრთნები დღემდე, მხოლოდ გერმანიაში ტარდებოდა. სერტიფიცირების კომპონენტის საქართველოში მასპინძლობა მიუთითებს, რომ თავდაცვის ძალებს უკვე აქვს შესაძლებლობა სათავეში ჩაუდგეს საერთაშორისო მისიების გადასროლისწინა მომზადების წვრთნების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესებს“, - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, ეს ადასტურებს, რომ საქართველოს გააჩნია რესურსიც და შესაძლებლობაც, რომ საერთაშორისო დონის გადასროლისწინა წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე წარმატებით ჩაატაროს. ღარიბაშვილის განცხადებით, სექტემბერში დაგეგმილია ქართულ-ამერიკული საერთაშორისო წვრთნა „ღირსეული პარტნიორი 2020“, რომელშიც მონაწილეობას ნატოს წევრი სხვა ქვეყნებიც მიიღებენ. „სხვადასხვა ტიპის, მათ შორის, საშტაბო-სამეთაურო სწავლებები, მაგალითად როგორიც იყო ნატო-საქართველოს სწავლება, მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ ჩვენი სამხედროების მომზადების დონე არის ძალიან მაღალი და თავსებადი ნატოს მოთხოვნებთან. ჩვენი ყველა თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, მიმართულია რესურსების მაქსიმალური კონსოლიდაციითა და სწორი მართვით, თავდაცვის ძალების გაძლიერებისკენ, ნატოში გაწევრიანებისთვის საჭირო მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებისკენ. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დღევანდელი ჯარი 10 წლის წინანდელი ჯარის მომზადების დონისაგან რადიკალურად განსხვავდება და ბევრად ძლიერია“, - აღნიშნა მინისტრმა.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)