|
2020-06-11 10:58:32, 3244 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით 1 ახალი პაციენტია მოთავსებული, რომლის მდგომარეობაც მძიმეა
თბილისის ინფექციური საადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში COVID-19-ის დიაგნოზით 1 ახალი პაციენტია მოთავსებული, რომლის მდგომარეობაც მძიმეა. როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, მათი კლინიკა გუშინ ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. „ჩვენთან მოთავსებულია ერთი ახალი პაციენტი, რომელიც ასაკოვანი ქალბატონია. ის ძირითადად სახლში იყო, ხოლო ვირუსი ცხელების ცენტრში დაუდასტურდა. ჩვენს ცენტრში ამ ეტაპზე მკურნალობს 41 პაციენტი. გუშინ გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი და დატოვეს კლინიკა. ყველაზე მძიმე არის ახალი პაციენტი. მას აქვს ოთხი რისკის ფაქტორი. არის მაღალის ასაკის, არის თირკმლის ქრონიკული დაავადებით, აქვს შაქრიანი დიაბეტი და პარალელურად აქვს ჰიპერტონული დააავადებაც. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ფასდება, როგორც მძიმე ინტენსიური პაციენტი, რადგან ჟანგბადდამოკიდებულია. მას აქვს მძიმე პნევმონია. დაავადება ჩვენთან შემოსვლის შემდეგ პროგრესირებს და ვნახოთ დინამიკაში როგორ იქნება. ასევე გვრჩება კიდევ ერთიმ მძიმე პაციენტი, თუმცა მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო და მსუბუქი სიმძიმის“, - განაცხდა მარინა ეზუგბაიამ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)