00:15 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-10 10:43:55, 17151 ნახვა

ომი უკრაინაში
კოვიდ19-ის ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ერთი სამედიცინო სფეროს მუშაკია

კოვიდ19-ის ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი მედპერსონალია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მედპერსონალი მათი კლინიკიდან არაა.

„დღევანდელი მონაცემებით ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, ჯამში 822 დადასტურებული შემთხვევაა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც ოთხით გაიზარდა. გამოჯანმრთელების პროცენტი ინფიცირებულებთან შედარებით ჯერჯერობით კვლავ 84%-ია. ამ ეტაპზე მონაცემების შეჯამებით, 119 პაციენტი მკურნალობს კვლავ კოვიდცენტრებში.

ოთხი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი საბურთალოს წყაროსთან კონტაქტირებული პირია, ორი არის იმპორტირებული შემთხვევა საკარანტინე სივრციდან და ერთი სამედიცინო პერსონალია. ეს პერსონალი ჩვენი ცენტრიდან არაა. ჩვენს საავადმყოფოს პერსონალის ინფიცირების შემთხვევა არ ჰქონია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics