16:05 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-09 10:45:41, 4418 ნახვა

სამხედრო
ღარიბაშვილი - ჩემი დავალებით, ყველა სამხედრო ბაზა ერთიანი სტანდარტით მოეწყობა, როგორც აშშ-სა და ნატოს სხვა ქვეყნების ჯარშია

„ჩემი დავალებით, ყველა ბაზა აბსოლუტურად ერთიანი სტანდარტით მოეწყობა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ჩვენ იგივე სტანდარტები ავიღეთ, როგორიც ამერიკის, ნატოს სხვა წამყვანი ქვეყნების ჯარშია და ერთიანი სტანდარტით ვაკეთებთ ბაზებს, რომ არ იყოს რომელიმე მინისტრის თუ გენშტაბის უფროსის ახირებაზე დამოკიდებული“,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშილმა აღნიშნა, თავდაცვის მინისტრის პოსტის დაკავების მომენტში თავდაცვს ძალებში სამხედრო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მძიმე ვითარება იყო.

„ინფრასტრუქტურა ჩვენი ჯარისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო იმიტომ, რომ პრაქტიკულად, წლების განმავლობაში, არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, არამედ ყოფილი ხელისუფლებების დროს, ჩატარებული სამუშაოების ხარისხი იყო აბსოლტურად მიუღებელი. რაც მთავარია, მაშინ ხდებოდა ფრაგმენტული მიდგომები. რომელიმე ბაზას ამოიჩემებდნენ, იმას გააკეთებდნენ, რომ ყოფილიყო თვალსაჩინოებისთვის. დაბალი ხარისხი იმაში ვლინდებოდა, რომ თითქმის 2-3 წელიწადში გვიწევდა ბაზებისა და ყაზარმების ხელახლა რემონტი“, - განმარტა თავდაცვის მინისტრმა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე წელს შეიარაღებაზე დაახლოებით 100-დან 120 მილიონამდე დახარჯავს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics