2020-06-04 18:16:29, 3252 ნახვა
კომენტარი
ჭიჭინაძე - ისეთი „ლამაზი“ ანგარიში წარმოგვიდგინეთ, ბატონო კობა, ფინანსური სექტორის სტაბილურობაზე, რომ ფეხზე წამოდგომა და აპლოდისმენტები მომინდა
„ ისეთი „ლამაზი“ ანგარიში წარმოგვიდგინეთ, ბატონო კობა, ფინანსური სექტორის სტაბილურობაზე, რომ ფეხზე წამოდგომა და აპლოდისმენტები მომინდა!“ - ასე შეაფასა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, 2019 წლის ანგარიში და პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მას რამდენიმე საკმაოდ მწვავე კითხვა დაუსვა.
"კარგია ფინანსური სტაბილურობა, მაგრამ რას ეტყვით ხალხს, მითუმეტეს პანდემიის დროს დაუცველად დარჩენილი ადამიანებს, ცხოვრების დონის სტაბილურობაზე, რომელიც სულ უკან და უკან მიდის?" - განაცხადა ჭიჭინაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან