2020-06-01 14:32:56, 1397 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - „ევროპული საქართველო“ გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, პარტია გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.
როგორც მან აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებები „ევროპული საქართველოს“ ინტერესებში შედის.
„მიგვაჩნია, რომ 8 მარტის შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც ეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ბოლომდე უნდა შესრულდეს, რომ შემდეგ 120/30-ის მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან იყოს შესაძლებელი, ამიტომ გიორგი რურუას გათავისუფლება არის მნიშვნელოვანი წინაპირობა. შესაბამისად, ჩვენს ინტერესში არის, ეს ცვლილებები შევიდეს ძალაში, თუმცა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარეშე, ჩვენი მხრიდან, ეს არ მოხდება“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,