|
2020-05-27 17:35:53, 1220 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - შემდეგი 3-4 თვე უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ თუ კოვიდ19-ის მეორე ტალღა იქნება, შეზღუდვების გარეშე ვმართოთ სიტუაცია
შემდეგი 3-4 თვე უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ თუ კოვიდ19-ის მეორე ტალღა იქნება, შეზღუდვების გარეშე ვმართოთ სიტუაცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს ორი რაღაცისთვის მზად - სწრაფად გამოავლინოს ინფიცირების კერა და გამოვლენის შემდგომ სწრაფად უმკურნალოს მათ. „დღეს ქვეყნის ძირითადი ამოცანა ყველას უნდა გვესმოდეს და ეს მინდა პირველ რიგში ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა რომ მთავრობის და ხელისუფლების ძირითადი ამოცანა გახლავთ, რომ ეს სამი-ოთხი თვე გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოვამზადოთ ჯანდაცვის სიტემა, სოციალური სისტემა იმისთვის, რომ იმ შემთხვევაში თუ მეორე ტალღა იქნება ადრეულ ან გვიან შემოდგომას ჩვენ შევძლოთ ამ შეზღუდვების გარეშე ვმართოთ სიტუაცია. ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს ორი რაღაცისთვის მზად - სწრაფად გამოავლინოს ინფიცირების კერა და ამისთვის იქნება ეს ლაბორატორიების ქსელი და გამოვლენის შემდგომ სწრაფად უმკურნალოს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნოს ეს ადამიანები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)