|
2020-05-27 16:34:07, 1181 ნახვა
კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე COVID-19-ზე გამოკვლეულების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე - დავუშვი უნებლიე შეცდომა
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კოვიდ-19-ზე გამოკვლეულების შესახებ გაკეთებულ მისივე განცხადებაზე განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, მან უნებლიე, ტექნიკური შეცდომა დაუშვა. როგორც ცერცვაძემ განმარტა, ტარდება მცირე კვლევა ჯანმრთელ მოსახლეობაში, 1000 კაცზე, ეს კვლევა ჯერ არ დამთავრებულა და საბოლოო შედეგები არ არის შეჯამებული. „მე გუშინ ვთქვი, რომ ჩვენ ვატარებთ მცირე კვლევას ჯანმრთელ მოსახლეობაში, 1000 კაცზე, ვთქვი ისიც, რომ ეს კვლევა ჯერ არ დამთავრებულა და საბოლოო შედეგები არ არის შეჯამებული, მაგრამ დავუშვი ერთი, უნებლიე, ტექნიკური შეცდომა და ვთქვი, რომ წინასწარი მონაცემებით გვყავს 6-10 პროცენტი, მე უნდა მეთქვა 6-10 ადამიანი და არა პროცენტი. ეს გაითვალისწინოს ყველამ. ჩვენ ამ კვლევაში ჩართული 1000 კაციდან გვყავს 6-10 დადებითი შედეგი. ჩვენ კვლევა მთელ საქართველოში არ ჩაგვიტარებია, ჩავატარეთ თბილისში, დედაქალაქის მოზრდილ მოსახლეობაში. ანუ, 860 000 კაციან ქალაქში ჩატარდა კვლევა 1000 კაცზე და მიღებულ იქნა 6 დადებითი შედეგი ანტისხეულებზე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)