18:52 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-24 12:08:08, 675 ნახვა

ეკონომიკა
რომან გოცირიძე: დღეს სამწუხაროდ ლარი საგრძნობლად დაეცემა

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, რომან გოცირიძე ვარაუდობს, რომ დღეს ლარის კურსი მნიშვნელოვნად  დაეცემა.
რომან გოცირიძე მას მთავარი სავაჭრო პარტნიორების ეროვნული ვალუტების კიდევ უფრო გაუფასურებით ხსნის. თუმცა, ამავე დროს, რომან გოცირიძე შექმნილ სიტუაციაში მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოა და აცხადებს,  რომ მაშინ, როცა მსოფლიო ეკონომიკაში პროცესები განუწყვეტლივ იცვლება, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა უცვლელია.
"დღეს სამწუხაროდ ლარი საგრძნობლად დაეცემა. ეს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ეროვნული ვალუტების კიდევ უფრო გაუფასურების შედეგია. მძიმე დღეში არიან ექსპორტიორები. 
მსოფლიო ეკონომიკებში პროცესები ჩვენს თვალწინ იცვლება, უცვლელია მხოლოდ ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა. ვერ ამჩნევს ვერაფერს. კვლავინდებურად მიედ-მოედებიან ყველაფრეს ამ ვალებით შევსებული ბიუჯეტით. ისე იქცევიან, თითქოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდეს და დაბალანსებული ბიუჯეტი. ახლა დაიწყება დამნაშავის ძებნა.  ყველაფერი ჩინეთის საფონდო ბირჟების ვარდნით დაიწყო.  გავყაროთ ჩინელები!",-წერს რომან გოცირიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics