|
2020-05-26 12:37:23, 1190 ნახვა
რეგიონი
კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიების გარეშე აღნიშნავს
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 102 წელი გავიდა. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოცხადდა. კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიების გარეშე აღნიშნავს. სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად, მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალურ შენობებზე, ცენტრალურ ქუჩებსა და ისტორიულ უბნებში საქართველოს ეროვნული დროშები და მისალოცი ბანერები გამოიფინა. „102 წლის წინ, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საუკუნის წინ, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფუძველი ჩაეყარა. თუმცა, საბჭოთა ოკუპაციამ ამ პროცესს თავისი ტრაგიკული დაღი დაასვა. 1991 წელს კი ჩვენმა ერმა ხელახლა მოიპოვა დამოუკიდებლობა და ამ პერიოდიდან მოყოლებული ყველანი ერთად გავნითარებულ და ძლიერ საქართველოს ვაშენებთ. თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ღირებულება არაფერია, ამაში ჩვენი ქვეყნის ისტორიაც კი გვარწმუნებს. თავისუფლება ესაა სახელმწიფოს განვითარების ფუნდამენტი, რომელიც ქვეყნის წარმატებასა და კეთილდღეობას განაპირობებს. გილოცავთ 26 მაისს, დღეს, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განსხვავებების მიუხედავად აერთიანებს. წელს ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს, კორონავირუსის პანდემიის გამო, მოკრძალებულად აღვნიშნავთ. დღეს, როდესაც საქართველო კორონავირუსს წარმატებულად უმკლავდება, ყველამ კიდევ ერთხელ უნდა გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ზედმიწევნით შევასრულოთ მედიკოსების რეკომენდაციები. დარწმუნებული ვარ, COVID-19-სა და სხვა გამოწვევებს ჩვენ ყველანი ერთად აუცილებლად დავძლევთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, არასოდეს არ დაგვეკარგოს თავისუფლების სიყვარული. ვისურვებდი ჩვენს სახელმწიფოს ყველა დასახული მიზანისთვის დროულად მიეღწიოს და თითოეულ ჩვენგანს კიდევ უფრო წარმატებულ, განვითარებულ და ძლიერ საქართველოში გვეცხოვროს!“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)