09:03 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-25 16:42:26, 1221 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში მოხდება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისიდან აღდგება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი შესაძლოა 15 ივლისამდე იყოს აკრძალული, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ზუსტი თარიღი ჩვენ არ გვაქვს. დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომარა გაიმართა, სადაც მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი. ძალიან დიდი მასზე მოთხოვნა საზოგადოებაში, ველოდებით რეკომენდაციებს. ჯერჯერობით არაფერი არ არის ჩვენთან შემოსული თუ როგორ უნდა დაიცვას ხალხმა წესები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობისას. ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა, როდესაც იქნება გადაწყვეტილება მიღებული ეპიდემიოლოგების მხრიდან.... სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა... ველოდებით მითითებებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics