|
2020-05-24 16:12:10, 1514 ნახვა
კომენტარი
ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე - მე და ჩემს შვილს ყოფილი მამამთილი რაღაც საგნით გამოგვეკიდა
ფიზიკური ძალადობის საქმეში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ნეკა დოროყაშვილი, „რუსთავი 2“-თან საუბრისას ამბობს, რომ მასსა და მის ყოფილ მეუღლეს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბასილაშვილის სახლში მცირეწლოვანი შვილის წამოსაყვანად მივიდა. როგორც ის აღნიშნავს, ამ ინციდენტთან ქონებრივ დავას კავშირი არ აქვს. „არანაირ კავშირში არ ყოფილა ამ ინციდენტთან ქონებრივი დავა. დასრულებული გვქონდა ქონებრივი დავის საკითხი დიდი ხნის წინ. მოლაპარაკებით დავასრულეთ. ბავშვს მივაკითხე წამოსაყვანად. დაპირისპირების მიზეზი ჩემთვის დღემდე გაუგებარია, უბრალოდ მივაკითხე ჩემს შვილს წამოსაყვანად. ექსპერტიზა ჩამიტარდა და ახლაც მიმდინარეობს. გირაოთი რომ გამოუშვებდნენ, არ ველოდი“, - განაცხადა ნეკა დოროყაშვილმა. მისი თქმით, მათ კონფლიქტში ბასილაშვილის მამაც ჩაერია, რომელიც მას დიდტარიანი საგნით გამოეკიდა. „არ ვიცი რა დაემართა, მთვრალი იყო თუ რა სჭირდა, გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს რაღაც იარაღით. თვითონ იძახის რომ ეს იყო გიტარა, მე ვერ ვადასტურებ რა იყო. დიდი ტარი ჰქონდა. მე მეგონა, იყო ნაჯახი... არც მახსოვს ნორმალურად, გამოვიქეცი და მანქანაში ჩავჯექი. ვერ ვიხსენებ კონკრეტულ დეტალებს. მამა გამომეკიდა რაღაც საგნით, არ მახსოვს რა საგანი იყო, ძალიან დიდი ტარი ჰქონდა“, - ამბობს ნეკა დოროყაშვილი. ცნობისთვის, ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის გამო 22 მაისს დააკავეს, რომელიც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მომდევნო სხდომა 16 ივლისსაა ჩანიშნული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)