|
2020-05-23 17:11:07, 1311 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სააგენტოს დირექტორმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, 23 მაისს „აფხაზეთის დღე“ აღინიშნება. „აფხაზეთის დღესთან“ დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღავლინა, რომელსაც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ესწრებოდნენ. „ამ დღის აღნიშვნას ყოველთვის თან ახლავს ტკივილი. პირველ რიგში საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირებსა და ჩვენს გმირ მებრძოლებს ვიხსენებთ. იმედს გამოვთქვამ, რომ ახლო მომავალში „აფხაზეთობას“ გაერთიანებული საქართველოს საზღვრებში ვიზეიმებთ. მანამდე კი, ჩვენი მთავარი საზრუნავია ჩვენი დევნილი მოსახლეობის განსახლება, დასაქმება და მათთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა. დევნილთა სააგენტოს დირექტორმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)