17:49 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-22 18:10:11, 1739 ნახვა

სამართალი
საქართველოს მთლიანობის დამრღვევი რუქის გავრცელება, 2 ივლისიდან სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება

საქართველოს რუქის, გამოცემა, გაპიარება, გამოყენება და გავრცელება , რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ ასახავს მალე სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება.

პარლამენტმა, შესაბამისი  შესწორების კანონპროექტი, სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ დანაშაულთა კოდექსში, მესამე და საბოლოო მოსამენაზე დაამტკიცა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 343-1 სტატია, რომელიც ითვალისწინებს იმ რუქების დამზადების და გავრცელების აკრძალვას, რომლებშიც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიებად არ არის მიხსენებული. კანონპროექტი ეხება, როგორც დაბეჭდილ ასევე ელექტრონულ რუქებს.

კანონპროექტის დარღვევის შემთხვევაში, იურიდიულ პირებს ემუქრებათ ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. რაც შეეხება ჯარიმის თანხას, ადმინისტრაციული დანაშაულის კოდექსის თანახმად, კანონპროექტის დამრღვევი ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა 150ლარს (50$), ხოლო იურიდიული პირებისთვის თანხა 300 ლარს (100$) შეადგენს.

საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში 2020 წლის 2 ივლისს შევა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics