|
2020-05-21 19:34:44, 1400 ნახვა
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: როდესაც ვუსმენ ჩვენი ოპონენტების კრიტიკას, მრჩება შთაბეჭდილება, რომ უმეტესობას არც აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი
„როდესაც ვუსმენ ჩვენი ოპონენტების კრიტიკას, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ უმეტესობას არც აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი. იმიტომ, რომ საუბრობენ ყველაფერზე, გარდა იმისა, რაც წერია ამ პროექტში. და საუბრობენ ისეთ საკითხებზე, რომლებსაც საერთოდ არ მოიცავს და არ ეხება აღნიშნული ინიციატივა", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. რატი იონათამიშვილის განცხადებით, ხელისუფლებას პანდემიასთან მიმართებით არ აქვს შეცდომების დაშვების უფლება და ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით. „მთავარია, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ხალხის და მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის იქნება ეს გადაწყვეტილებები უკეთესი და უფრო მეტად დაიცავს სტაბილურობას და იმ ბალანსს, რაც უფრო მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, ასე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, რომ ეს ბალანსი იყოს დაცული და ამ პასუხისმგებლობას იზიარებდეს ხელისუფლება. თუ ჩვენ ვისაუბრებთ პარლამენტის როლზე და ზედამხედველობაზე, დიახ, საქართველოს პარლამენტს აქვს ზედამხედველობა როგორც კანონქვემდებარე აქტების მიღების, ასევე შესრულების ნაწილში და ამ ზედამხედველობის ნაწილი არის თუნდაც ინტერპელაციის წესი, რომლის გამოყენების შესაძლებლობა მათ შორის, გააჩნია ოპოზიციასაც. ელემენტარული ცოდნა უნდა ამას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის და იმ ზედამხედველობის ინსტრუმენტების, რომლებიც დეპუტატებს გაგვაჩნია. მაგრამ ცხადია, ამის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს იმ ოპონენტებისგან, რომლებსაც ნორმალურად მიაჩნიათ, რომ მაგალითად საქართველოს პარლამენტის დარბაზში, თუნდაც პროტესტის ფორმით, მაგრამ ჟღერდებოდეს ოკუპანტი ქვეყნის ჰიმნი", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
აშშ-მ გაამკაცრა ვიზების გაცემის წესები უცხოელი ჟურნალისტებისა და სტუდენტებისთვის
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)