|
2020-05-21 14:20:09, 1059 ნახვა
საზოგადოება
ტატიშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ვერაზე, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მასშტაბური სამუშაოების შედეგად, კაპიტალურად შეკეთდება 1 000 კვ.მ ფართობი, სადაც ამორტიზებულ ასფალტს ახალი ორფენიანი საფარი შეცვლის. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ასევე, ტროტუარი და ბორდიური მოეწყობა. მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე გაეცნო. „ჩვენი რაიონისთვის მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ცენტრალურ ქუჩებზე ამორტიზებული სამანქანო გზა გარკვეულ შეფერხებებს იწვევს. მთაწმინდის გამგეობა მაქსიმალურად ცდილობს მსგავსი პრობლემების უმოკლეს დროში მოგვარებას და მოსახლეობისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას. ახლახანს დასრულდა მაჭავარიანის ქუჩის სრული რეაბილიტაცია, ხოლო პარალელურად რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც“, - აღნიშნა დავით კირკიტაძემ. ტატიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დასრულდება. საგზაო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „პარმა“ ასრულებს და მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 100 000 ლარი არის გათვალისწინებული.
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა – ტრამპთან მთავარი თემა ანტიბალისტიკური თავდაცვა იქნება
აშშ-ის საელჩო: შეშფოთებული ვართ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამო
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)