|
2020-05-20 20:56:41, 1206 ნახვა
საზოგადოება
ზახაშვილი - ჩვენი რეკომენდაციაა, თუ დასაქმებულის სამსახურში ყოფნის აუცილებლობა არ არსებობს, კვლავ დისტანციურ რეჟიმში მუშაობა განაგრძონ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, რომ თუ დასაქმებულის სამუშაო ადგილზე ყოფნის საჭიროება არ არსებობს, სამსახურებმა კვლავ დისტანციურ რეჟიმში მუშაობა განაგრძონ. როგორც მან აღნიშნა, გადატვირთული ავტოტრანსპორტი საფრთხედ დიდხანს დარჩება, „სამსახურების უმრავლესობა ონლაინ რეჟიმზეა გადასული და თუ იძლევა ამის შესაძლებლობას სამსახური, რა თქმა უნდა, რეკომენდებულია ამ ტიპის მუშაობის გაგრძელება. თუ აუცილებელია თქვენი ფიზიკური ყოფნა ამა თუ იმ სამსახურში, სოციალურ თუ ადამიანურ თანადგომას გავუწიოთ ანგარიში. ვიღაც ადამიანებისთვის მისვლა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება უფრო მნიშვნელოვანია, სწორედ ასეთ ადამიანებს უნდა მიეცეთ უპირატესობა მოქალაქეების ურთიერთთანადგომით. ერთიანი მზა რეცეპტი როგორ უნდა იმუშაოს ავტოტრანსპორტმა, როგორ უნდა განისაზღვროს ადამიანთა პრიორიტეტები მე ჩავჯდე ტრანსპორტში თუ ვინმე სხვა, რა თქმა უნდა, არ არსებობს და ეს ყველაფერი მომავალში დახვეწას საჭიროებს. თუმცა, ერთი რასაც კორონა გვასწავლის, გადატვირთული ავტოტრანსპორტი დიდხანს დარჩება საფრთხედ. ჯერჯეორბით, თუ ამუშავდა საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტი და მეტრო, უნდა გამოვიყენოთ აუცილებლად ნიღაბი ცხვირსა და პირზე აფარებული. კარგი იქნება თუ ხელებს ტრანსპორტით სარგებლობის მერე დაიბანთ ან დაიმუშავებთ სპირტის შემცველი ხსნარებით“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა – ტრამპთან მთავარი თემა ანტიბალისტიკური თავდაცვა იქნება
აშშ-ის საელჩო: შეშფოთებული ვართ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამო
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)