22:41 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-19 19:23:31, 1498 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებამდე ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და არჩილ თალაკვაძე წინასწარ გავაფრთხილე

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან გადაწყვეტილება ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას გათავისუფლებაზე პრემიერ-მინისტრ გახარიას, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძეს წინასწარ შეატყობინა.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მან დამოუკიდებლად მიიღო.

"სრულიად დამოუკიდებლად მივიღე ეს გადაწყვეტილება. ძალიან დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ როცა უკვე ჩემში დავრწმუნდი, რომ ეს გადაწყვეტილება საჭირო იყო, გადაწყვეტილების გაჟღერებამდე ​შევატყობინე. შევატყობინე იმ შტოებს, ქვეყნის ინსტიტუტებს, იმიტომ, რომ არ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება იყოს სრულიად მოულოდნელი. კონკრეტულად, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს და "ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს,"- განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics