19:13 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-18 13:17:55, 1342 ნახვა

კომენტარი
გიორგი კახიანი - ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ვართ ერთგული შეთანხმების, იმედი მაქვს, ოპოზიციაც მას მხარს დაუჭერს

ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ  ვართ ერთგული შეთანხმების, იმედი მაქვს, ოპოზიციაც მას მხარს დაუჭერს, რადგან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხი არის უმნიშვნელოვანესი - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ დღეს სასამართლომ არ შეცვალა ნიკა რურუასთვის აღკვეთი ღონისძიება, არ შეიძლება გახდეს ოპოზიციის მხრიდან ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილების მიღებაზე  უარის თქმის საფუძველი.

„ყველას კარგად გვესმის, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხი არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. ძალიან მალე არის არჩევნები და ის თემა, რაზეც არსებობს პოლიტიკური კონსენსუსი პოლიტიკურ ჯგუფებს შორის უნდა იქნეს ბოლომდე მიყვანილი, კერძოდ. შეთანხმების დეტალები  უნდა იყოს კონსტიტუციაში ასახული და ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს აკეთებს. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ რომ  ვართ ერთგული იმ შეთანხმების, რაზეც ადრე ვისაუბრეთ. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიციაც მას მხარს დაუჭერს",- განაცხადა გიორგი კახიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიის სპიკერი: ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, ხელისუფლებას ანგარიში წარედგინება
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
შიო III საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: საპატრულოს დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics