21:37 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-18 11:05:37, 1028 ნახვა

პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - ველოდებით, რომ რურუას გათავისუფლება მანამ მოხდება, სანამ საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება ინიცირებული

ველოდებით, რომ რურუას გათავისუფლება მანამ მოხდება, სანამ საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება ინიცირებული, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ ამის მერე იქნება შესაძლებელი, რომ მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

„რურუა რჩება საპატიმროში და ჩვენ ველოდებით, რომ მანამ, სანამ ინიცირებული იქნება საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით, მანამდე მოხდება მისი გათავისუფლება. ამის მერე შესაძლებელი იქნება უკვე, რომ მხარი დავუჭიროთ ამ ვარიანტს, რაზეც 8 მარტს შევთანხმდით.

 გარდა ამისა, ვმუშაობთ იმაზე, რომ საარჩევნოდ მოხდეს ჩვენი პოზიციების დაახლოება, კოორდინირება, შეთანმხება 30 მაჟორიტარულ ოლქში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ყველაფერი მივა ბოლომდე და იქნება მიღებული“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics