|
2020-05-17 12:05:20, 1719 ნახვა
კომენტარი
მეუფე იაკობი - ცხოვრობ ასე, იცხოვრე, მაგრამ გამოხვიდე და თავზე მომახვიო, რატომ აკეთებ პროპაგანდას?
„ცხოვრობ ასე, იცოხვრე, მაგრამ გამოხვიდე და თავზე მომახვიო, რატომ აკეთებ პროპაგანდას, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობ იაკობიშვილმა განაცხადა, რითიც გამოეხმაურა დღევანდელ, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. მისივე თქმით, ცოდვად ითვლება არა თუ ქალისა და ქალის, ან კაცისა და კაცის ურთიერთობა, არამედ ცოლ-ქმრული ურთიერთობაც ქროწინების გარეშე. „ეს ადამიანები, რომელსაც უმცირესობებს ვუწოდებთ, ხომ?! ჩვენთვის ახლა, ნებისმიერი, არა თუ არათუ კაცის კაცთან, ქალის ქალთან, მაპატიეთ, კაცის ქალთან არაქორწინებითი ურთიერთობა ითვლება ცოდვად და ცოდვაზე, როგორც შეიძლება გამოვარჩიოთ, რომ ესენი ამ ტრადიციის მიმდევრები არიან და რადგან სექსუალურად ამ რაღაცას ასე უყურებენ, ყოჩაღ. ჩემთვის ეს მიუღებელია, სასულიერო პირი რომც არ ვყოფილიყავი მიუღებელი იქნებოდა. ცხოვრობ ასე, იცხოვრე, მაგრამ გამოხვიდე და თავზე მომახვიო, რატომ აკეთებ პროპაგანდას“, - განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობ იაკობიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)