20:32 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-16 12:16:58, 1705 ნახვა

პოლიტიკა
ბურჯანაძე - ხელისუფლებამ დაუშვა იმდენად მძიმე შეცდომა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საერთაშორისო თანამეგობრობა პოლიტპატიმრებზე ალაპარაკდა

ხელისუფლებამ დაუშვა იმდენად მძიმე შეცდომა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საერთაშორისო თანამეგობრობა პოლიტპატიმრებზე ალაპარაკდა, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გზავნილები, რომელიც მოდის აშშ-ის კონგრესიდან, სენატიდან, ევროპარლამენტიდან და დასავლელი პარტნიორებისგან, საგანგაშო სიგნალია.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი რისი გაკეთებაც შეიძლებოდა იმისათვის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო ხელისუფლების პარტნიორობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ დაუშვა ძალიან მძიმე შეცდომები. იმდენად მძიმე, რომ პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საერთაშორისო თანამეგობრობა ალაპარაკდა პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ ეს გზავნილები, რომელიც მოდის აშშ-ის კონგრესიდან, სენატიდან, ევროპარლამენტიდან და საერთოდ, დასავლელი პარტნიორებისგან, არის ძალიან საგანგაშო სიგნალი“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics