|
2020-05-15 17:27:13, 1769 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას ვურჩევ შეეშვან სპეკულაციებს და შეასრულონ მათ მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება
„საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს გაუქმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იმთავითვე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა განახლდება", - აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება და შესაბამისად, დაახლოებით 29 ივნისისთვის სამი მოსმენით შესაძლებელია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. „ამ ყველაფერს დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება. კერძოდ, ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ 21 ივნისს, უკვე პირველი მოსმენით მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, 29 ივნისს კი შეგვიძლია სამი მოსმენით დავასრულოთ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. შესაბამისად, ჩვენი ის ვალდებულება, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებით არის ნაკისრი, სრულად შესრულდება უკვე ივნისის ბოლოს. რაც შეეხება ოპოზიციის პოზიციას, ეს რბილად რომ ვთქვათ, არის უპასუხისმგებლობა და იმ შეთანხმების უხეში დარღვევა, რომელიც ჩვენ ერთად ოთხი ელჩის თანდასწრებით გავაფორმეთ. ბუნებრივია, ამას ვერ ექნება ვერავითარი გამართლება და მე მათ ვურჩევ შეეშვან სპეკულაციებს და შეასრულონ მათ მერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)