13:43 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-20 16:53:29, 483 ნახვა

პოლიტიკა
11 ოპოზიციური პარტია ოქტომბერში შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

11 ოპოზიციური პარტია 2015 წლის ოქტომბერში შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. არჩევნები მარტვილისა და საგარეჯოს ოლქებში უნდა ჩატარდეს.  ბოიკოტის მიზეზი საარჩევნო კანონია. მათი თქმით, ხელისუფლებამ უპასუხოდ დატოვა პარტიების, არასამთავრობოებისა და პრეზიდენტის მიერ მხარდაჭერილი პროექტი. ოპოზიცია აცხადებს,  რომ ამ პირობებში შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს.

"ჩვენ, ვინაიდან ხელისუფლებამ აბსოლუტურად არც ერთი მოთხოვნა არ გაითვალისწინა, არასამთავრობო ორგანიზაციის და პრეზიდრნტის მხრიდან წარდგენილი მემორანდუმი არც კი განხილა, ვერ  ვხედავთ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის აზრს, რომელიც ტარდება ოქტომბერში საგარეჯოსა და მარტვილის ოლქებში და ვუცხადებთ ბოიკოტს.მაჟორიტარი დეპუტატები საგარეჯოელებს და მარტვილელებს არ დაეკითხებიან,  ისე დაინიშნება სუსის მიერ",-განაცხადა პარტია „თავისუფალი საქართველოს“,- თავმჯდომარე კახა კუკავამ.

"ბოიკოტი განპირობებულია იმ დრაკონული საარჩევნო კანონით, რომლის შეცვლასაც არ აპირებს ოცნების ხელისუფლება, მიუხედავად მრავალი  დანაპირებისა, ისინი ძალაში ტოვებენ მაჟორიტარულ,  მაფიოზურ სისტემას.არ აპირებენ პარიტეტის საფუძველზე  ჩამოყალიბდეს საარჩევნო ადმინისტრაციები და ა.შ.",-აღნიშნა "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა გიორგი გუგავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics