|
2020-05-15 15:30:41, 1654 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ოპოზიციას სურს არა სიტუაციის განმუხტვა, არამედ დამუხტვა
ოპოზიციას ცხადია, რომ სურს არა სიტუაციის განმუხტვა, არამედ პირიქით, დამუხტვა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამის მიზეზია ის, რომ ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს. „არის ოპოზიცია, რომელიც ცრუობს და ამბობს, რომ თითქოს შეთანხმების ნაწილი იყო ასევე იმ კონკრეტული კრიმინალების გამოშვება, რომლებსაც გარკვეული დანაშაული აქვთ ჩადენილი და ეს სიმართლეს არ შეეფერება იმიტომ, რომ ვერც მთავრობას, ვერც პარლამენტს ვერანაირი შესაძლებლობა და ბერკეტი ვერ ექნებოდათ, რომ ეს კონკრეტული ადამიანები გაათავისუფლონ ციხიდან. ერთადერთი ადამიანი, ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა და მანდატი ეს არის პრეზიდენტი. მან უნდა მიიღოს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. ოპოზიციას ცხადია, რომ სურს არა სიტუაციის განმუხტვა, არამედ პირიქით, დამუხტვა, რადგან იციან რა რეიტინგიც აქვთ და ხვდებიან რომ არჩევნების გზით მათ არანაირი შანსი და შესაძლებლობა არ აქვს გამარჯვების“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)