19:30 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-14 14:32:13, 1140 ნახვა

პოლიტიკა
კაპანაძე - შეთანხმების შესრულება აუცილებელია, რათა ქვეყანა არ გადაიჩეხოს მორიგ დაპირისპირების უფსკრულში

შეთანხმების შესრულება აუცილებელია, რათა ქვეყანა არ გადაიჩეხოს მორიგ დაპირისპირების უფსკრულში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მათი ამოცანაა პარტნიორების ზეწოლით, მათ შორის შიდა ზეწოლით, შეთანხმება შესრულდეს.

„ჩვენი პარტნიორები ევროპაშიც ამერიკის შეერთებულ შტატებშიც სრულად აცნობიერებენ როგორ ადამიანთა აქვთ საქმე, ივანიშვილთან, რომლის სიტყვას ფასი არ აქვს. ჩვენი ამოცანა ამ ეტაპზე არის, რომ ამ ჩვენი პარტნიორების ზეწოლით  მათ შორის შიდა ზეწოლით ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს, ხელისუფლებამ შეასრულოს.

ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქვეყანა არ გადაიჩეხოს მორიგ დაპირისპირების უფსკრულში“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics