|
2020-05-14 09:41:08, 1623 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ ეკონომიკურ ექსპერტთა ჯგუფთან სამუშაო ფორმატის შეხვედრა გამართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ ეკონომიკურ ექსპერტთა ჯგუფთან სამუშაო ფორმატის შეხვედრა გამართა. თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში პანდემიის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზე და ამ ფონზე შექმნილი გამოწვევების მათი დაძლევის სტრატეგიის შესახებ ისაუბრა. ,,გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ექსპერტთა ჯგუფთან, რომელიც სავაჭრო პალატასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან და აქტიურ სამუშაოს ეწევა. ეს არის კარგი პლატფორმა განვიხილოთ მიმდინარე აქტუალური საკითხები, ასევე ის საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც რეგიონული, ასევე ეროვნული ეკონომიკისთვის. დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი აქცენტები გაკეთდა ანტიკრიზისულ გეგმაზე, განსაკუთრებით, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის საკითხებზე, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ექსპერტების ჩართულობით ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო ეფექტურს გავხდით პოლიტიკის დაგეგმვას და მის განხორციელებას“, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. დღევანდელ შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ესწრებოდნენ. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)