13:41 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-20 10:34:58, 464 ნახვა

პოლიტიკა
თინათინ ხიდაშელი: ახლა ერთ-ერთი საუკეთესო დროა იმისათვის, რომ მომავალზე ვისაუბროთ

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში თეთრ სახლში შეხვედრით გაგრძელდა. თინათინ ხიდაშელი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის მოადგილეს ევრილ ჰეინსის შეხვდა.

საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობების გაზრდა, თავდაცვის სფეროში დაგეგმილი რეფორმები და საქართველოს უსაფრთხოების გარემო, - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომელიც თინათინ ხიდაშელმა და ევრილ ჰეინსმა შეხვედრაზე განიხილეს.

„პოზიტიური და მეგობრული შეხვედრა შედგა თეთრ სახლში. ვფიქრობ, ყველაზე მეტ კითხვაზე პასუხი, ალბათ, აქ შეგვიძლია მივიღოთ. ვისაუბრეთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებებზე. ურთიერთობების გაღრმავებისთვის თეთრი სახლის მხარდაჭერის შესახებ, მიმდინარე პროექტებზე, შესაძლებლობებზე, რომელიც 2016 წლიდან მეტად გაფართოვდება. სწორედ, ასეთი შეხვედრებითა და ურთიერთობებით ყალიბდება ის პოლიტიკა, რომელიც შემდეგ ორი ქვეყნის ურთიერთობებს წარმართავს. ახლა ერთ-ერთი საუკეთესო დროა იმისთვის, რომ მომავალზე ვისაუბროთ და პროექტები დავგეგმოთ“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ევრილ ჰეინსი იყო პირველი ქალი, რომელიც ჯერ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, მოგვიანებით კი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგილედ დაინიშნა.
თავდაცვის მინისტრმა „თეთრი სახლის“ შემდეგ შეხვედრები გავლენიან ამერიკულ ორგანიზაციებთან გააგრძელა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი 20 აგვისტოს, აშშ-ის ნაციონალური თავდაცვის უნივერსიტეტში საჯარო გამოსვლით და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრით დასრულდება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics