|
2020-05-12 16:17:21, 1312 ნახვა
კომენტარი
თბილისის მერის მოადგილემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა
თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით მედიასთან განმარტება გააკეთა. ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჭების ნიშნულზე წამოწევა, რის შემდეგაც ასფალტის საბოლოო ფენის დაგება დაიწყება. „თქვენ იცით, რომ ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა, ეს არის წყალი, წყალარინები, სანიაღვრე და ა.შ ახალი ქსელის მოწყობის დროს ბუნებრივია მას სჭირდება ახალი ჭის სახურავები. როდესაც ქვედა ფენის ასფალტის საფარის დაგება ხდებოდა, იმის გამო, რომ მას მანქანით გადაადგილებისთვის დისკომფორტი არ შეექმნა და გზაზე არ ყოფილიყო ჭის სახურავები წამოწეული, მოხდა მასზე ასფალტის ქვედა ფენის გადაგება ,მაგრამ ყველა ჭის ნიშნული იყო მანამდე აღებული . ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია უკვე დასრულების ეტაპს უახლოვდება, რაც იმას ნიშნავს , რომ ახლა მიმდინარეობს სწორედ ჭების ნიშნულზე წამოწევა , რის შემდეგაც მოხდება უკვე საბოლოო ფენის ასფალტის საფარის დაგება. ასევე, იცით, რომ რეაბილიტაციის ეტაპების მიხედვით იკეტებოდა ჭავჭავაძის გამზირი, იმის გამო, რომ გადაადგილების მხრივ კოლაფსი არ მიგვეღო. რამდენიმე თარიღი იყო მერიის მხრიდან გაჟღერებული კონკრეტული ეტაპების გახსნასთან დაკავშირებით და სამუშაოების დასრულება ზუსტად იმ თარიღებში ხდებოდა , რომელსაც წინასწარ ვაანონსებდით“,- განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა. თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი , ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასაც გამოეხმაურა. „მინდა, ზოგიერთ ტელევიზიას ვთხოვო , რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება, რომ ინფორმაციას ცალმხრივად ნუ გააჟღერებთ და ნუ შეიყვანთ მოსახლეობას შეცდომაში. არასდროს გვაქვს კომუნიკაციის პრობლემა, არცერთ მედია საშუალებასთან . ახლა ჩვენ ჩაკეტილი გვაქვს ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკის მიმართულებით მონაკვეთი, სადაც დაახლოებით 1 კვირაში მოძრაობა სრულად გაიხსნება. მინდა , კიდევ ერთხელ განვუმარტო მოსახლეობას, რომ არანაირი მილების ჩადება აქ არ დაგვიწყებია და უფრო მეტი სერიოზულობით თუ მიუდგებიან კონკრეტული ვიწრო პოლიტიკური ინტერესის მქონე ხალხი ამ საკითხს უკეთესი იქნება და თავი დაანებონ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას . ვინც ოდნავ მაინც ერკვევა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში, ეს პროცესი არავისთვის არ იქნება გასაკვირი“,- განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
იოზვიაკი: ევროკავშირი საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებას აზრს ვერ ხედავს
ევროკომისიის სპიკერი: ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, ხელისუფლებას ანგარიში წარედგინება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)