18:25 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-12 12:21:58, 1217 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია - ივანიშვილმა უნდა შეასრულოს პირობა და გამოუშვას პოლიტპატიმრები, თუნდაც ნუ დაარქმევს მათ პოლიტპატიმრების სახელს

ივანიშვილმა უნდა შეასრულოს პირობა და გამოუშვას პოლიტპატიმრები, თუნდაც ნუ დაარქმევს მათ პოლიტპატიმრებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრამ გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე აშშ-ის და საქართველოს ყველა მეგობრის აზრი ერთი და იგივეა.

„საქართველოს და არა რომელიმე ხელისუფლების დიდი ხნის მეგობარმა, სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა გუშინ საკუთარი განცხადება და საელჩოს განცხადება გაავრცელა ერთად და ეს ბუნებრივია, რადგან აშშ-ის და საქართველოს ყველა მეგობრის, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის აზრი ერთი და იგივეა. ივანიშვილმა უნდა შეასრულოს პირობა, რაც დადო ქართული საზოგადოებისა და საქართველოს მეგობრების წინაშე და უნდა გამოუშვას პოლიტპატიმრები, თუნდაც ნუ დაარქმევს მათ პოლიტპატიმრებს. უნდა შეცვალოს საარჩევნო სისტემა და მერე უნდა ჩავატაროთ მაქსიმალურად ნორმალური არჩევნები. თუ კითხვა არის, შეიძლება თუ არა სანქციები ავტორიტარულ რეჟიმებს დაეკისროთ რაღაც ეტაპზე საშუალო რგოლს, ხოლო შემდეგ მაღალ რგოლს, დიახ, ეს ხდება ხოლმე, მომხდარა ჩვენს სამეზობლოში, მოხდა მოლდოვასა და უკრაინაში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics