2015-08-19 15:30:40, 486 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო მანევრების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო მანევრებთან დაკავშირებით, შეშფოთებას გამოთქვამს.
ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო საქმეთა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ორიოდე დღის წინ რუსეთის ფედერაციამ დაიწყო სამხედრო მანევრები, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამასთან დაკაავშირებით საქართველოს პრეზიდენტი გამოხატავს შეშფოთებას, ეს ყოვლად დაუშვებელი ფაქტია. ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, აღნიშნულის შეფასებისა და მათზე რეაგირებისათვის",-განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან