|
2020-05-09 12:39:54, 1498 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ პირველი ციფრული ბარათი უკვე ხელმისაწვდომია
მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, „თიბისის“ და ვიზას ინიციატივით, საქართველოში პირველი ციფრული ბარათით სარგებლობა უკვე შესაძლებელია. ციფრული ბარათი პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც სადებეტო ბარათს. მისი გამოყენებით შესაძლებელია თანხის გადახდა სავაჭრო ობიექტებში, პოს-ტერმინალების გამოყენებით, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება. უახლოეს მომავალში ბარათს ონლაინ გადახდის სერვისიც დაემატება. ციფრული ბარათის შეკვეთა და მიღება თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკიდან ძალიან მარტივადაა შესაძლებელი და ამისათვის მომხმარებელს ლოდინი არ უწევს. ბარათი მომენტალურად, ავტომატურად მოთხოვნისთანავე აქტიურდება, რის შემდეგაც შესაძლებელია მისი დამატება ციფრულ საფულეში - APPLE WALLET, TBC WALLET. ციფრული ბარათის უპირატესობებია: · მომხმარებელს არ უწევს ფიზიკური პლასტიკური ბარათის ტარება; · მომხმარებელს არ უწევს ფილიალში ბარათის შესაკვეთად მისვლა; · მომხმარებელი არ ელოდება ბარათის ფოსტით მიღებას; · ფიზიკური ბარათის დაკარგვის ან ბანკომატის მიერ მისი „ჩაყლაპვის" შემთხვევაში, შესაძლებელია ციფრული ბარათის მომენტალურად ინტერნეტ ან მობაილბანკიდან გააქტიურება და სასურველ ანგარიშზე მიბმა; · ბარათის დამატება მომენტალურადაა შესაძლებელია ციფრულ საფულეში; · ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია ციფრული საფულედან Apple Pay ან tbc Wallet; · Apple Wallet -ით სარგებლობისას, ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია საზღვარგარეთ იმ ბანკომატებში, სადაც დაშვებულია apple Pay-ით თანხის განაღდება. ბარათით სარგებლობა ამ ეტაპზე ფიზიკურ პირებს შეუძლიათ, უახლოეს მომავალში კი ის ხელმისაწვდომი იურიდიული პირებისთვისაც გახდება.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)