19:54 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-19 11:09:10, 953 ნახვა

ეკონომიკა
საქსტატი: ივლისში საარსებო მინიმუმი შემცირდა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საარსებო მინიმუმის ივლისის თვის მონაცემები გამოაქვეყნა.

საქსტატის ინფორმაციით, საარსებო მინიმუმის მოცულობა შემცირდა და საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმმა 261 ლარი შეადგინა. შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი კი ივლისში 155 ლარი იყო.

როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, ამ მაჩვენებლის შემცირება ადგილობრივ პროდუქტზე ფასების კლებამ გამოიწვია.

საქსტატის მიერ ივლისში დადგენილი საარსებო მინიმუმი სხვადასხვა ტიპის ოჯახებისთვის შემდეგია:

შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი - 155 ლარი

საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი - 137 ლარი

საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი - 261 ლარი

ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 220 ლარი

სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 248 ლარი

ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 275 ლარი

ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 310 ლარი

ექვსსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 366 ლარი

ცნობისთვის, 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics