01:52 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-06 14:40:08, 1697 ნახვა

კომენტარი
მეუფე ნიკოლოზი ანდრია სარიას მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე - სისულელის დრო არ გვაქვს სჯობს სხვა საქმეს მივხედოთ

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა კომენტარი გააკეთა გუშინ, მამა ანდრია სარიას მიერ გავრცელებული ჩანაწერის შესახებ და აღნიშნა, რომ თუ ეს სიმართლეა, ეს ქვეყნის დასასრულს ნიშნავს.

მანვე აღნიშნა, რომ მათ ახლა სისულელის დრო არ აქვთ და სჯობს სხვა საქმეებს მიხედონ.

„თუ ეს მართალია მაშინ ეს ნიშნავს ქვეყნის დასასრულს. თუ ეკლესიაა ამაში დამნაშავე, თუ პატრიარქი ამაშია დამნაშავე, მაშინ აღარაფერი არსებობს. თუ ასეთი მნიშვნელოვანია, რა დროს პანდემიაა ჯერ ეს საკითხი უნდა განხილულიყო და თვითონ, ვინც ამ საკითხებს აყენებენ, აზრადაც არ მოსვლიათ, რომ ადრე ეთქვათ რაიმე. დამთავრდა პანდემია და ახლა გაახსენდა და პასუხი აქ არის, სისულელის დრო არ გვაქვს სჯობს სხვა საქმეებს მივხედოთ“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მამა ანდრია სარია სოციალურ ქსელში სექსუალური შევიწროების შესახებ აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელიც საპატრიარქოში მოხდა.

ჩანაწერის მიხედვით, ინციდენტის შესახებ საპატრიარქოს მაღალი იერარქები ინფორმირებულნი იყვნენ, თუმცა მღვდელმთავრებმა დუმილი ამჯობინეს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics