|
2020-05-06 12:02:48, 1394 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო „პომპიდუ ჯგუფის“ წევრი ქვეყანა გახდა
საქართველო ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფის (Pompidou Group) წევრი ქვეყანა გახდა. საქართველოს „პომპიდუ ჯგუფში“ გაწევრების შესახებ ინფორმაცია ევროპის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. „პომპიდუ ჯგუფის“ წევრობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხდება იმ სიმბოლურ მომენტში, როდესაც საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას წარმატებულად ასრულებს“, − წერია ევროპის საბჭოს განცხადებაში. ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფში საქართველო 41-ე ქვეყანა იქნება. პლატფორმა აერთიანებს ისეთ სახელმწიფოებს, როგორიცაა: საფრანგეთი, ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, ფინეთი, პორტუგალია და სხვა ევროპული ქვეყნები. გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებს „პომპიდუ ჯგუფთან“ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმართავდა. პროცესის წარმატებით დასრულება შედეგია იმ პოზიტიური ორმხრივი ურთიერთობებისა, რაც საქართველოსა და „პომპიდუ ჯგუფს“ შორის ჩამოყალიბდა. 2016 წლიდან მოყოლებული, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლობა ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფთან უფრო ინტენსიური გახდა. 2016-2018 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, „პომპიდუ ჯგუფთან“ ერთად, დაგეგმა და განახორციელა 5 მასშტაბური ღონისძიება, 2020 წელს კი, თბილისმა უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას ნარკოდამოკიდებულ მსჯავრდებულთა შესახებ, რომლის ორგანიზატორი, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, „პომპიდუ ჯგუფიც“ იყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე და „პომპიდუ ჯგუფის“ აღმასრულებელი მდივანი დენის ჰუბერი. ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფში საქართველოს გაწევრება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მისაღწევად გატარებულ რეფორმებს უკავშირდება, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით განხორციელდა და მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. მათ შორისაა 2019 წელს ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დაფუძნებაც, რომლის მიზანი საქართველოში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, სამეცნიერო-პრაქტიკული მეთოდოლოგიების დანერგვაა. საქართველოს გაერთიანება „პომპიდუ ჯგუფში“ ხელს შეუწყობს ქვეყანაში თანამედროვე გამოწვევების საპასუხო მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანტინარკოტიკული პოლიტიკის განვითარებას და ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტზე დამყარებული მიდგომების კიდევ უფრო განმტკიცებას.
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)