|
2020-05-06 10:36:05, 6016 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 ახალი პაციენტია მოთავსებული, რომლებიც ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერიდანაა
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 ახალი პაციენტია მოთავსებული. მისი თქმით, სამივე მათგანი ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერიდანაა. „დღეს, დილის მდგომარეობით აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 84 პაციენტი. აქედან 69-ს აქვს დადასტტურებული კორონავირუსის დიაგნოზი. 69-დან 19 არის 18-წლამდე ასაკის მოზარდი. გუშინდელი მონაცემების შემდეგ დაგვემატა 3 პაციენტი, საიდანაც 2 ბავშვია, რომელიც გადმოყვანილია კარანტინის ზონიდან. ერთი არის მოზრდილი. სამივეს მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და სამივე დადასტურებული დიაგნოზით გადმოვიდა ჩვენს კლინიკაში. ერთი პაციენტი რჩება რეანიმაციაში, 10 რჩება საყურადღებო. გადმოყვანილი ბავშვები არიან თეთრიწყაროს კლასტერიდან. მესამე პაციენტიც არის თეთრიწყაროს კლასტერიდან“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)