11:44 - 12 May, 2026
|
2020-05-05 19:53:57, 19997 ნახვა
ომი უკრაინაში
ხათუნა ზახაშვილი - მცირეწლოვნებისთვის ნიღბების ტარება რეკომენდირებული არ არის
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, მცირეწლოვნებისთვის ნიღბების ტარება რეკომენდირებული არ არის. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, მცირეწლოვნებში მთავარია ყურადღება სოციალურ დისტანცირებას მიექცეს. "ნიღბის ტარება არ არის რეკომენდირებული მცირე ასაკის ბავშვებისთვის. განსაკუთრებით ყურადღებას გთხოვთ მშობლებს, ვისაც გყავთ პატარა ბავშვები, მათთვის ნიღაბს ვერ მოიხმართ და უფრო მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ფიზიკური და სოციალური დისტანცირება, რათა შენარჩუნებული იყოს მათი ჯანმრთელობა და არ შეექმნათ დაავადების გადაცემის რისკები," - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)