|
2020-05-04 20:32:07, 1479 ნახვა
საზოგადოება
არჩილ თალაკვაძემ და კახა კუჭავამ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტიკური მენეჯმენტის პროგრამის მონაწილეებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტიკური მენეჯმენტის პროგრამის მონაწილეებთან საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებზე, უსაფრთხოებაზე, საგარეო პოლიტიკაზე და კოვიდ19-თან დაკავშირებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს. დისკუსია ონლაინ ფორმატში გაიმართა. არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა უნივერსიტეტის მაგისტრებს საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკის, დემოკრატიული ტრანსფორმაციის გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ ესაუბრნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის საქმიანობაზე, დემოკრატიულ რეფორმებზე და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე გაამახვილა ყურადღება, ხოლო კახა კუჭავა პროგრამის მონაწილეებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური რეფორმების, პარლამენტარიზმისა და საარჩევნო რეფორმის შესახებ ესაუბრა. სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარები, მაღალი რანგის საჯარო და სამოქალაქო სფეროს წარმომადგენელი ქართველი სპიკერები და ექსპერტები. ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარების ციფრული ვიზიტი საქართველოში პირველად განხორციელდა, რომელსაც „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა" (CDD) 2-5 მაისს უმასპინძლა. პროგრამაში მონაწილეობა უნივერსიტეტის 15-მა მაგისტრმა მიიღო, რომლებიც, მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად საქართველოს ინსტიტუციების გაძლიერების მიმართულებით რეკომენდაციებს მოამზადებენ.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)