|
2020-05-04 11:33:07, 1275 ნახვა
საზოგადოება
გახარია - ეკონომიკური აღორძინება და ეკონომიკის გახსნა ჩვენი მთავრობის ნომერ პირველი პრიორიტეტი ხდება
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკური აღორძინება და ეკონომიკის გახსნა მთავრობის ნომერ პირველი პრიორიტეტი ხდება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა ტურიზმის სექტორის აღდგენის სტრატეგიული გეგმა, რომელსაც მთავრობა უახლოეს დღეებში განიხილავს. „ეკონომიკური აღორძინება, ეკონომიკის გახსნა, პოსტკრიზისული მართვა ხდება დღეს ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი ნომერი ერთი, მაგრამ პარალელურად, ეს შესაძლებლობა ჩვენ გვექნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტრო ეფექტურად მართავს ეპიდემიის მენეჯმენტს, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამავადროულად, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ისეთი ახალი მოვლენები, არც თუ სასიამოვნო მოვლენები, როგორიც არის პირბადე, სოციალური დისტანცია, ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება. ამას ხაზგასმით ვიმეორებ იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გზა და საშუალება იმისთვის, რომ ჩვენ ეკონომიკურ კონკურენციას გავუძლოთ და ვიყოთ ეფექტურები ეკონომიკური აღდგენის ნაწილში. სულ რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის სამინისტროს მიღებული აქვს ტურიზმის სექტორის აღდგენის, როგორც ყველაზე დაზარალებულის და ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალის, სტრატეგიული გეგმის შემუშავება. როგორც ვიცი, ეს გეგმა დასრულებულია და ჩვენ უახლოეს დღეებში განვიხილავთ ამას და ასევე, წარვუდგენთ ჩვენს საზოგადოებას“, - განაცხადა პრემიერმა.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)