22:43 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-04 09:39:12, 1907 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ზუგდიდში მომხდარი ტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული ორი პირი - პ.ს. და შ.ჭ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ზუგდიდში მდებარე ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიაში ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა მოდელის მობილურ ტელეფონებს.

სამართალდამცველებმა 13 ნაქურდალი ტელეფონი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics