2020-05-02 17:20:57, 2028 ნახვა
რეგიონი
მარნეულში, შესაძლოა PCR ლაბორატორია განთავსდეს
მარნეულში, შესაძლოა PCR ლაბორატორია განთავსდეს.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვემო ქართლმა კორონავირუსის 189 შემთხვევაა გამოვლენილი, რაც მთლიანად, ქვეყნანაში ინფიცირებულთა რიცხვის 32%-ია.
„ზოგადად, ქვემო ქართლმა შეადგინა მთელი ქვეყნის დაზიანების 32 პროცენტი, ანუ 189 შემთხვევა გვაქვს მთლიანად. ეს განაწილებულია მარნეულში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში. იცით, რომ ძალიან გვეშინია, რუსთავში არ გაგვეპაროს რამე. ერთი შემთხვევაა და ამის საშიშროება არის. გარკვეულად კონტროლდება წალკა და დმანისი. დღევანდელი მდგომარეობით, თეთრიწყაროში 48, ბოლნისში 107 და მარნეულში 33 დადებითი შემთხვევა არის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,