00:27 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-29 12:49:16, 1722 ნახვა

სამართალი
ჯგუფურად გამოძალვისთვის ბრალდებულ ოთხ პირს, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გამოძალვისთვის ბრალდებულები დ.ჯ., ბ.ს., დ.კ. და მ.ე. დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გენერალურმა პროკურატურამ განუცხადა.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 10 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით, დ.ჯ.-მ, ბ.ს.-მ და დ.კ.-მ, მ.ე.-ს დახმარებით, სატელეფონო კომუნიკაციებისა და პირადად შეხვედრების დროს, ფიზიკური ანგარიშსწორების, ოჯახის წევრების მიმართ ძალადობისა და ქონების განადგურების მუქარით ს.ტ.-სგან მოითხოვეს, მის მიერ ონლაინტოტალიზატორ „კრისტალ ბეთის" გათამაშებაში მოგებული „ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადოს" მოდელის ავტომობილის ღირებულების წილი.

სამართალდამცველებმა დ.ჯ., ბ.ს., დ.კ. და მ.ე. 2019 წლის 28 ივლისს დააკავეს. დ.ჯ.-ს, ბ.ს.-ს და დ.კ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით (ჯგუფურად გამოძალვა), ხოლო მ.ე.-ს  25-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით (ჯგუფურად გამოძალვაში დახმარება) წარედგინათ. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ოთხივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics